ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდინფიცირების 538 ახალი შემთხვევიდან 16 შიდა ქართლში დაფიქსირდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბერდია სიჭინავამ მედიასთან დეტალურად განმარტა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით.
„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 538 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 257 შემთხვევა, აჭარაში - 68, იმერეთში - 55, ქვემო ქართლში - 29, შიდა ქართლში - 16, გურიაში - 14, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 34, კახეთში - 36, მცხეთა-მთიანეთში - 19, სამცხე-ჯავახეთში - 8, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 2“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კოვიდინფიცირების 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 766 პირი, გარდაიცვალა 41 პაციენტი.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში