ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 097 ახალი შემთხვევიდან 63 შიდა ქართლში დაფიქსირდა, - აღნიშნულ ინფორმაციას უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბი ავრცელებს.
ოპერაციული შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 8 394 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 993 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 401 PCR ტესტით.
„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 097 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 484 შემთხვევა, აჭარაში - 81, იმერეთში - 185, ქვემო ქართლში - 84, შიდა ქართლში - 63, გურიაში - 26, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 61, კახეთში - 61, მცხეთა-მთიანეთში - 30, სამცხე-ჯავახეთში - 17, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 5“, - ნათქვამია უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდინფიცირების 1 097 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 208 პირი, ხოლო გარდაიცვალა 25 კოვიდპაციენტი.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 655, საიდანაც, 5 677 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 009, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 441 პირი. 1 393 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 8 585 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35 896 ადამიანი, საკარანტინე სივრცეებში კი, მოთავსებულია 420 მოქალაქე.