შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციას საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცებისა და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის 1 500-მდე სასურსათო პაკეტი გადაეცა.
ბენეფიციარებისთვის განკუთვნილი ამანათები შიდა ქართლის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელს სიმონ გულედანს „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა აზერ მამედოვმა გადასცა.
სიმონ გულედანის ინფორმაციით, კომპანია „სოკარი“ პანდემიის დაწყებიდან დღემდე მჭიდროდ თანამშრომლობს სამხარეო ადმინისტრაციასთან და მნიშვნელოვანი წვილილი შეაქვს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მხარდაჭრის საქმეში. ამასთან, გულედანის თქმით, აღიშნული ამანათების გადმოცემის ინიციატივა სწორედ „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენერალურ დირექტორს ეკუთვნის, პროცესში ასევე ჩართული იყო სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
ცნობისთვის, სასურსათო ამანათები რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში გადანაწილდება და ბენეფიციარებს წინასაახალწლოდ გადაეცემათ.