საზოგადოება
26.12.2020 12:00
ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდინფიცირების 1 784 ახალი შემთხვევიდან 119 შიდა ქართლში დაფიქსირდა

ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდინფიცირების 1 784 ახალი შემთხვევიდან 119 შიდა ქართლში დაფიქსირდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბერდია სიჭინავამ მედიასთან დეტალურად განმარტა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით.

„დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 784 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 801 შემთხვევა, აჭარა - 121, იმერეთი - 281, ქვემო ქართლი - 101, შიდა ქართლი - 119, გურია - 40, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 140, კახეთი - 110, მცხეთა-მთიანეთი - 30, სამცხე-ჯავახეთი - 31, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 17 791, საიდანაც, 5 701 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.  მძიმე პაციენტია 1 013 პირი, მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 379 პირი, 1 464 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში,  10 626 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 396 ადამიანი,  სულ 6 ოქტომბრიდან - 25 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 20 955 პირი, 38 003 ადამიანი კი, თვითიზოლაციაში  იმყოფება“ , - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

კვირის ამბები