ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 881 ახალი შემთხვევიდან 145 შიდა ქართლში დაფიქსირდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე დეტალურად განმარტა კორონავირუსის ახალი შემთხვევების სტატისტიკა დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით.
„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 881 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 863 შემთხვევა, აჭარაში - 97, იმერეთში - 259, ქვემო ქართლში - 168, შიდა ქართლში - 145, გურიაში - 35, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 112, კახეთში - 108, მცხეთა-მთიანეთში - 54, სამცხე-ჯავახეთში - 29, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 11“, - აღნიშნა სიჭნავამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ქვეყანაში კოვიდინფიცირების 1 881 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 551 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა კოვიდინფიცირებული 37 პირი.