საზოგადოება
24.12.2020 11:01
საქართველოში კორონავირუსის 1 972 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 737 პირი

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 972 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბერდია სიჭინავამ, მედიას, 24 დეკემბრის მდგომარეობით არსებული უახლესი სტატისტიკური მონაცემები გააცნო.

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 699 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 146 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 553 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 972 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 216 843-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 737 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 194 705-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 276 პირი ემსხვერპლა“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ამ დროისთვის, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 19 836, საიდანაც, 6 149 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 068 პირი, მათ შორის,  ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 453 პირი. ქვეყნის მასშტაბით, 1 588 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 12 099 მოქალაქე ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ბოლო მონაცემებით, თვითიზოლაციაში იმყოფება 39 105 პირი, საკარანტინე სივრცეებში კი, მოთავსებულია 405 მოქალაქე.

კვირის ამბები