საზოგადოება
23.12.2020 16:32
შიდა ქართლში კორონავირუსი 192 პირს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 172 პაციენტი

შიდა ქართლში კორონავირუსი 192 პირს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 172 პაციენტი, ბოლო 24 საათში გარდაცვალების შემთხვევები არ დაფიქსირებულა - აღნიშნულ ინფორმაციას შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის, რეგიონში ინფიცირების 5 375 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

„გასული 24 საათის განმავლობაში, რეგიონის მასშტაბით, აღებული იყო 387 სინჯი, აქედან 192 პირს კოვიდინფექცია დაუდასტურდა. მათ შორის, ნაწილი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ნაწილზე მიმდინარეობს მოკვლევა.

ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 172 პირი, გარდაცვალების შემთხვევები არ დაფიქსირებულა . გასული 24 საათის განმავლობაში თვითიზოლაცია მოეხსნა 124  პირს“, - ნათქვამია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღეის მდგომარეობით, რეგიონის მასშტაბით 1 775 პაციენტი მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე, 1952 მოქალაქე კი, თვითიზოლაციაში რჩება.

კვირის ამბები