ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდინფიცირების 2 345 ახალი შემთხვევიდან 192 შიდა ქართლში დაფიქსირდა, - აღნიშნულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ახლადგამოვლენილი ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისი - 1 017 შემთხვევა, აჭარა - 139, იმერეთი - 429, ქვემო ქართლი - 157, შიდა ქართლი - 192, გურია - 16, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 146, კახეთი - 158, მცხეთა-მთიანეთი - 43, სამცხე-ჯავახეთი - 34, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კოვიდინფიცირების 2 345 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 560, ხოლო გარდაიცვალა 51 პაციენტი.
ამ დროისთვის, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 644, საიდანაც, 6 270 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 082, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 414 პირი. 1 600 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 12 774 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 39 672 ადამიანი, საკარანტინე სივრცეებში კი, მოთავსებულია 455 მოქალაქე.