ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 345 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე - stopvoc.ge - რამდენიმე წუთის წინ განთავსდა.
საიტის ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 457 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 359 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 098 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 345 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 214 871-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 560 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 191 968-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 51 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 233 პირი ემსხვერპლა.
stopvoc.ge-ს ცნობით, ამ დროისთვის, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 644, საიდანაც, 6 270 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 082, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 414 პირი. 1 600 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 12 774 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 39 672 ადამიანი, საკარანტინე სივრცეებში კი, მოთავსებულია 455 მოქალაქე.