საზოგადოება
22.12.2020 18:09
ხიდისთავში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ხიდისთავში, ე.წ. ჩინეთის უბანში, შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. GMnews-ის ინფორმაციით, 502 მეტრი სიგრძის გზის მონაკვეთის ასფალტირებას რომელიც სასაფლაოს მიმართულებით გრძელდება, 304 345 ლარი მოხმარდა.ინფრასტრუქტურული პროექტის მიხედვით განხორციელდა ტრანსპორტის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია, მოეწყო გზის მიერთებები და ეზოებში შესასვლელები. ადგილობრივების განცხადებით,  აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა. გრუნტიანი გზა გადადგილებისას პრობლემებს უქმნიდა როგორც სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს, ასევე, ქვეითებს.

კვირის ამბები