საზოგადოება
22.12.2020 15:01
კორონავირუსის ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ მარტში შემოვა - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, მარტში გამოჩნდება.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე, ვაქცინისთვის 16 მილიონია გადახდილი.

„საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ვაქცინების გლობალურ ალიანსთან, რაც მნიშვნელოვანი პლატფორმაა იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობის 20%-ის ვაქცინით   უზრუნველყოფა დროულად მოვახდინოთ. თანხა უკვე გვაქვს გადახდილი, რაც ლეგიტიმურ უფლებას გვაძლევს როგორც ვაქცინის შეძენაზე, ასევე, ვაქცინის არჩევასთან დაკავშირებით. გამოყენებული გვაქვს არაერთი საერთაშორისო ბერკეტი იმისთვის, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან საჭირო მარაგების მოძიება მოხდეს. იმ მონაცემებით, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებისგან გვაქვს, სავარაუდოდ, ვაქცინა მარტში გამოჩნდება. ამ ეტაპზე, 16 მილიონი გვაქვს გადახდილი, რაც საერთო ღირებულების 25 პროცენტს წარმოადგენს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

კვირის ამბები