უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული გარკვეული შეზღუდვების შემსუბუქება იგეგეგმება. როგორც დღეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა განმარტა, შეზღუდვის მოხსნა არ გავრცელდება ბაზრობებზე.
მინისტრობის კანდიდატმა დეტალურად განმარტა, თუ რატომ მიიღო საბომ აღნიშნული გადაწყვეტილება.
„პირველ ეტაპზე, როდესაც 28 ნოემბერს შეზღუდვები გამოვაცხადეთ, ამ შეზღუდვების გეგმა გულისხმობდა პერიოდს 28 ნოემბრიდან 1 თებერვლამდე, თუმცა, ჩვენ მაშინვე ვთქვით, რომ 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლიდთ შეზღუდვების შემსუბუქებას ვგეგმავდით. სამწუხაროდ, დაგეგმილი გვქონდა შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში ბაზრობების საქმიანობის განახლება, მაგრამ ვხედავთ, რომ ვერ იქნება დაცული და უზრუნველყოფილი ყველა ის წესი, რომელიც აუცილებელია ეპიდემიოლოგიური სტანდარტის დაცვისთვის, ამიტომ ბაზრობების ფუნქცინიორება ვერ იქნება დაშვებული, მათ შორის ეს აკრძალვა ვრცელდება როგორც ღია სივრცეში ბაზრობაზე, ასევე ყველა იმ საქმიანობაზე, რაც ბაზრობების ტერიტორიაზე ფუნქციონირებს. მათ კვლავ ექნებათ დისტანციურ რეჟიმში ვაჭრობის საშუალება. ეს აკრძალვა არ ყოფილა დაწესებული ამ ორთვიან პერიოდში. ისინი კვლავ მოემსახურებიან მოქალაქეებს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ცქიტიშვილის თქმით, ყველა სხვა სავაჭრო ობიექტთან მიმართებით, რომელიც დღეის მდგომარეობით, სასურსათო პროდუქციით არ ვაჭრობს, შეზღუდვა იხსნება.