ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდინფიცირების 3 064 ახალი შემთხვევიდან 244 შიდა ქართლში დაფიქსირდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბერდია სიჭინავამ მედიასთან დეტალურად განმარტა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით.
„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 064 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 241 შემთხვევა, აჭარა - 191, იმერეთი - 497, ქვემო ქართლი - 246, შიდა ქართლი - 244, გურია - 52, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 264, კახეთი - 196, მცხეთა-მთიანეთი - 63, სამცხე-ჯავახეთი - 53, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
შეგახსენებთ, რომ გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდინფიცირების 3 064 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 740, ხოლო გარდაიცვალა 42 პაციენტი.
დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 21 910, საიდანაც, 6 358 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 104, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 427 პირი. 1 671 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 13 881 პირი კი, ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 41 006 ადამიანი, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 470 მოქალაქე.