ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 064 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბერდია სიჭინავამ, მედიას 22 დეკემბრის მდგომარეობით არსებული უახლესი სტატისტიკური მონაცემები გააცნო.
„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 007 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 288 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 719 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 064 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 212 526-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 740 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 188 408-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 182 პირი ემსხვერპლა“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 21 910, საიდანაც, 6 358 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 104, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 427 პირი. 1 671 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 13 881 პირი კი, ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 41 006 ადამიანი, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 470 მოქალაქე.