საზოგადოება
21.12.2020 14:44
შიდა ქართლში კორონავირუსი 78 პირს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 106 პაციენტი

შიდა ქართლში კორონავირუსი 78 პირს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 106 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა ორი კოვიდინფიცირებული, - აღნიშნულ ინფორმაციას შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის, რეგიონში ინფიცირების 5 238 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

„გასული 24 საათის განმავლობაში, რეგიონის მასშტაბით, აღებული იყო 270 სინჯი, აქედან 78 პირს კოვიდინფექცია დაუდასტურდა. მათ შორის, ნაწილი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ნაწილზე მიმდინარეობს მოკვლევა.

ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 106 პაციენტი, სამწუხაროდ, დაფიქსირდა კოვიდინფიცირებული ორი პაციენტის გარდაცვალების ფაქტი, ორივე გარდაცვლილი გორში მცხოვრები, 70 წელს გადაცილებული ქალბატონია.

გასული 24 საათის განმავლობაში თვითიზოლაცია მოეხსნა 180  პირს“, - ნათქვამია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღეის მდგომარეობით, რეგიონის მასშტაბით 1 637 პაციენტი მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე, 2 102 მოქალაქე კი, თვითიზოლაციაში რჩება.

კვირის ამბები