საზოგადოება
21.12.2020 13:49
ახალბაღის რეაბილიტაცია მალე დაიწყება - პარკის ტერიტორიაზე არსებულ ზოოპარკს ცხოველებისგან ათავისუფლებენ

 

კულტურისა და დასვენების პარკ ახალბაღის რეაბილიტაცია მალე დაიწყება. ამ დროისთვის,  უსაფრთხოების მიზნით, პარკის ტერიტორიაზე არსებულ მინიზოოპარკს ცხოველებიგან ათავისუფლებენ.
„დღეს დათვი გადაიყვანეს თბილისის ზოოპარკში. დანარჩენი ცხოველებიც ეტაპობრივად დატოვებენ პარკის ტერიტორიას. უნდა აღინიშნოს, რომ ობიექტის რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებული ტენდერი მალე დასრულდება. ტენდერის პირობების მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 თვეში უნდა დასრულდეს. შესყიდვის ღირებულება 7 863 026 ლარია, პროექტი კი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება“, - ნათქვამია  გორის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, სარეკრეაციო სივრცის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში იგეგმება პარკის შემოღობვა და ახალბაღის ტერიტორიაზე არსებული ობიექტების რეაბილიტაცია (მათ შორის ზოოპარკისაც) , ასევე, მოეწყობა საველოსიპედე ბილიკები, გასართობი და სპორტული სივრცეები, ახალი გარეგანათება, კომუნიკაციები და ა.შ.

კვირის ამბები