გაერთიანებული სამეფოს გარდა კორონავირუსის ახალი სახეობა ნიდერლანდებში, დანიაში, სამხრეთ აფრიკასა და ავსტრალიაშიც აღმოჩნდა. ინფორმაციას BBC ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა მეთ ჰენკოკმა 14 დეკემბერს გამოაცხადა, რომ ქვეყანაში SARS-CoV-2-ის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს.
მისი განმარტებით, ახალი სახეობა უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე კორონავირუსული ინფექციის სხვა ვარიანტები.
დიდი ბრიტანეთის მთავარი ექიმის კრის უიტისა და მედიცინის დარგში მთავრობის უფროსი მრჩევლის პატრიკ ველანსის თქმით, კორონავირუსის ახალი ტიპი 70 პროცენტით უფრო ადვილად ვრცელდება. ამის მიუხედავად, ჯერჯერობით არ არსებობს იმის საფუძველი, რომ SARS-CoV-2-ის ეს ვარიანტი უფრო საშიშია სიკვდილობის ან ჰოსპიტალიზაციის თვალსაზრისით, ასევე, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვაქცინაზე მას სხაგვარი რეაქცია ექნება.
BBC-ის ინფორმაციით, ნიდერლანდებში დეკემბრის დასაწყისში ინფიცირებულებებს ვირუსის ახალი მუტაცია აღმოაჩნდათ. ამის შემდეგ ხელისუფლებამ პირველ იანვრამდე აიკრძალა დიდი ბრიტანეთიდან სამგზავრო რეისები. ნიდერლანდების გარდა ანალოგიური ნაბიჯი გადადგა კიდევ რამდენიმე ქვეყანამ, კერძოდ, ბელგიამ და იტალიამ. ავსტრიამ, გერმანიამ, საფრანგეთმა და შვედეთმა კი, შესაძლოა, მათ მაგალითს მიბაძონ.