საზოგადოება
21.12.2020 11:11
ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდინფიცირების 824 ახალი შემთხვევიდან 78 შიდა ქართლში დაფიქსირდა

ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდინფიცირების 824 ახალი შემთხვევიდან 78 შიდა ქართლში დაფიქსირდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბერდია სიჭინავამ მედიასთან დეტალურად განმარტა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით.

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 824 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 333 შემთხვევა, აჭარა - 84, იმერეთი - 111, ქვემო ქართლი - 67, შიდა ქართლი - 78, გურია - 23, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 41, კახეთი - 35, მცხეთა-მთიანეთი - 35, სამცხე-ჯავახეთი - 17, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაშ გამართულ ბრიფინგზე ბერდია სიჭინავამ.

შეგახსენებთ, რომ გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდინფიცირების 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა  4 227 პირი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა 46 კოვიდპაციენტი.

ამ ეტაპზე, ქვეყანაში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 22 628, საიდანაც, 6 627 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 094 პირი, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 430 პირი. 1 824 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 14 177 პირი კი, ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 42 292 ადამიანი, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 489 მოქალაქე.

კვირის ამბები