შიდა ქართლში, გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 133 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - აღნიშნულ ინფორმაციას შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით, ახლადდადასტურებული შემთხვევების ნაწილი უკვე არსებული პაციენტების კონტაქტია, ნაწილზე კი, მიმდინარეობს მოკვლევა.
„გასული 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა კოვიდინფიცირების 133 ახალი შემთხვევა, სულ აღებული იყო 327 სინჯი. ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 190 ადამიანი, თვითიზოლაცია კი, მოეხსნა 121 პირს.
სამწუხაროდ, გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში დაფიქსირდა კოვიდინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების ერთი ფაქტი - გარდაცვლილი გორში მცხოვრები 45 წლამდე მამაკაცია, თანმხლები დაავადებით, კერძოდ, დიაბეტით.
ამ დროისთვის, რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა შეადეგენს 5 265-ს, მათ შორის 1 665 პაციენტი მკურნალობას გადის სახლში. დღეის მდგომარეობით, რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში იმყოფება 2 281 მოქალაქე“, - აღნიშნულია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდინფიცირების 1 731 ახალი შემთხვევა გამოლინდა, გამოჯანმრთელდა 4 599 პირი, ხოლო დაფიქსირდა კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი ფაქტი.