ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 731 ახალი შემთხვევიდან 133 შიდა ქართლში დაფიქსირდა, - აღნიშნულ ინფორმაციას უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბი ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევები დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით გამოიყურება შემდეგი სახით: ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 731 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 774 შემთხვევა, აჭარა - 142, იმერეთი - 255, ქვემო ქართლი - 140, შიდა ქართლი - 133, გურია - 25, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 122, კახეთი - 80, მცხეთა-მთიანეთი - 33, სამცხე-ჯავახეთი - 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდინფიცირების 1 731 ახალი შემთხვევა გამოლინდა, გამოჯანმრთელდა 4 599 პირი, ხოლო დაფიქსირდა კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი ფაქტი.
დღეის მდგომარეობით, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 26 077, საიდანაც, 6 654 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 104, საიდანაც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 417 პირი. 1 913 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 17 510 პირი კი, ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ბოლო მონაცემებით, ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 44 773 პირი, საკარანტინე სივრცეებში კი, მოთავსებულია 481 მოქალაქე.