ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 812 ტესტი, შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 731 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 599 პირი.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 812 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 869 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 4 943 PCR ტესტით.
„ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 731 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 208 638-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 599 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 180 441-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 094 პირი ემსხვერპლა,“ - ნათქვამია უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებში.
ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 26 077, საიდანაც, 6 654 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 104, საიდანაც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 417 პირი. 1 913 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 17 510 პირი კი, ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ბოლო მონაცემებით, ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 44 773 პირი, საკარანტინე სივრცეებში კი, მოთავსებულია 481 მოქალაქე.