საზოგადოება
20.12.2020 12:26
გორის მერიას დამატებით კიდევ 15 ავტობუსი გადაეცა

გორის მერიას დამატებით კიდევ 15 ავტობუსი გადაეცა და ამ ეტაპზე, ადგილობრივი თვითმმართველობის ტრანსპორტის სააგეტოს ბალანსზე 30-დან 25 სატრანსპორტო საშუალება უკვე ირიცხება.

როგორც მოგეხსენებათ, 10 ავტობუსი გორის მუნიციპალიტეტს ერთი კვირის წინ გადაეცა.

„გორში, წლების შემდეგ,  პირველად ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი, რითაც ათწლეულების მანძილზე გადაუჭრელი პრობლემა მოგვარდება. ამასთან, მუნიციპალიტეტი უკვე მუშაობს ახალი ავტობუსებით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაზე. აღსანიშნავია, რომ ყველა სატრანსპორტო საშუალება სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. მოსახლეობას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ სატრანსპორტო საშუალებები მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გადმოგვცა“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.

შეგახსენებთ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებისთვის შერჩეულია საქართველოს 6 ქალაქი და საერთო ჯამში, ექვსივე თვითმმართველობას 175 ერთეული სატრანსპორტო საშუალება გადაეცემა. ავტობუსები თელავს, ფოთს, გორს, ზუგდიდს, რუსთავსა და ქუთაისს ეტაპობრივად გადაეცემა.

კვირის ამბები