ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდინფიცირების 2 904 ახალი შემთხვევიდან 158 შიდა ქართლში დაფიქსირდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბერდია სიჭინავამ მედიასთან დეტალურად განმარტა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით.
„დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 904 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 252 შემთხვევა, აჭარა - 197, იმერეთი - 495, ქვემო ქართლი - 236, შიდა ქართლი - 158, გურია - 51, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 217, კახეთი - 152, მცხეთა-მთიანეთი - 80, სამცხე-ჯავახეთი - 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 23.
ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 28 984, საიდანაც, 6 553 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 1 136 პირი. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 417 პირი, 1 971 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 20 460 პირი კი, ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის“, - აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.