გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 9 წლის ბიჭი კვლავ სტაციონარში რჩება. მოზარდს მკურნალობა კლინიკა „გორმედი“-ს ქირურგიულ დეპარტამენტში უტარდება. დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მერაბ მაისურაძემ Gmnews-თან საუბრისას განაცხადა, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მოზარდი სტაციონარს სავარაუდოდ ხვალ დატოვებს.
გუშინ საღამოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სხეულის დაზიანება დედა-შვილმა მიიღო. თავის ტრავმით და გულ-მკერდის დაჟეჟილობით 9 წლის მოზარდი და ახალგაზრდა ქალი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.