გიორგი გახარიამ პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა წარუდგინა - ნახეთ ვინ იქნება მთავრობის ახალ კაბინეტში
საქართველოს პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა წარედგინა. დოკუმენტის თანახმად, მთავრობის შემადგენლობა უცვლელია, სიახლე მხოლო იუსტიციის მინისტრის პოსტს შეეხება, რომელზეც გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურა დასახელდა.
დოკუმენტი პარლამენტის საორგანიზაციო დეპარატამენტში შევიდა.
GMnews მინისტრთა კაბინეტში თანამდებობებზე წარდგენილი კანდიდატების ჩამოთვალს გთავაზობთ:
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - მიხეილ ჩხენკელი;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - ლევან დავითაშვილი;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - ნათელა თურნავა;
თავდაცვის სამინისტრო - ირაკლი ღარიბაშვილი;
იუსტიციის სამინისტრო - გოჩა ლორთქიფანიძე;
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - ეკატერინე ტიკარაძე;
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - მაია ცქიტიშვილი;
საგარეო საქმეთა სამინისტრო - დავით ზალკალიანი;
ფინანსთა სამინისტრო - ივანე მაჭავარიანი;
შინაგან საქმეთა სამინისტრო - ვახტანგ გომელაური;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი - თეა ახვლედიანი.