საზოგადოება
18.12.2020 16:27
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ შიდა ქართლში ბენეფიციარებს სასურსათო და ჰიგიენური ამანათები გადასცა

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება შიდა ქართლში სასურსათო და ჰიგიენური ამანათების დარიგებას აგრძელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ავრცელებს.

ორგანიზაციის პრეზიდენტი ნათია ლოლაძე დღეს გორს სტუმრობდა, სადაც სამუშაო შეხვედრა გამართა გორისა და კასპის მაჟორიტარ დეპუტატთან.

„დღეს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი, ნათია ლოლაძე სამუშაო ვიზიტით გორს ესტუმრა, რომლის ფარგლებშიც შეხვედრა გამართა გორისა და კასპის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ხოჯევანიშვილთან. მხარეებმა ისაუბრეს COVID 19-ის დაფიქსირებიდან დღემდე საქართველოს წითელი ჯვრის რეაგირებასა და საზოგადოებისთვის გაწეულ დახმარებაზე, ასევე, მიმოიხილეს მომავალი წლის საქართველოს წითელი ჯვრის საოზგადოების გეგმები და მათ შორის ის სერვისები, რომლებსაც ეროვნული საზოგადოება ახორციელებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამუშაო შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ბენეფიციარებს სასურსათო და ჰიგიენური ამანათები გადასცეს.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოს წითელმა ჯვარმა ქვეყნის მასშტაბით უკვე 120 000-მდე ამანათი დაარიგა.

კვირის ამბები