შიდა ქართლიდან გაგზავნილი 459 სინჯიდან 160 ნიმუში დადებითი აღმოჩნდა, - აღნიშნულ ინფორმაციას შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში 101 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
„შიდა ქართლის რეგიონიდან სულ გაგზანილი იყო 459 ნიმუში, აქედან 169 სინჯი კოვიდდადებითი აღმოჩნდა. მათ შორის, ნაწილი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ნაწილზე კი, მიმდინარეობს შესაბამისი კვლევა. გასული 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 101 ადამიანი, თვითიზოლაცია კი, მოეხსნა 38 პირს.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში დაფიქსირდა შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრები პირის გარდაცვალების ერთი ფაქტი - გარდაიცვალა ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფ ბრეთში მცხოვრები 90 წლამდე მამაკაცი.
ამ დროისთვის, რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 5 332-ს, მათ შორის 1 732 პაციენტი მკურნალობას გადის ბინაზე, თვითიზოლაციაშია 2 201 პირი“, - ნათქვამია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კოვიდინფიცირების 2 635 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 244 პირი, ხოლო გარდაიცვალა 49 პაციენტი.