საზოგადოება
18.12.2020 12:21
მელიქიშვილის ჩიხის მიმდებარედ სკვერის მოწყობა მიმდინარეობს

მელიქიშვილის ჩიხის მიმდებარედ სკვერის მოწყობა მიმდინარეობს, - აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობა ავრცელებს. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოები, „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში ხორციელდება და მისი ღირებულება 32 972 ლარია.

პროექტის მიხედვით, მოეწყობა დეკორატიული ქვაფენილი, ფანჩატური, ატრაქციონები, განათება, საბავშვო მოედანზე დაიგება რეზინის ფილები, განთავსდება მოსასვენებელი სკამები და სანაგვე ურნები.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს, გორის მუნიციპალიტეტში „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში 38 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიგეგმა. აქედან 21 პროექტი დასასვენებელი სივრცის მოწყობას ითვალისწინებს. თითოეული მათგანი ადგილობრივმა მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შეარჩია.

2020 წელს, „სამოქალაქო ბიუჯეტისთვის“ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში 2 800 000 ლარია გათვალისწინებული.

კვირის ამბები