საზოგადოება
25.10.2019 17:05
კოშკაში გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე იმსჯელეს

გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა, მერეთის ადმინისტრაციულ ორგანოში შემავალ სოფლებში მცხოვრები ქალებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, მსხვერპლთათვის განკუთვნილი დაცვისა თუ დახმარების არსებულ მექანიზმებზე ღონისძიების მონაწილეები რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. დაინტერესებულ პირებს, საბჭოს წარმომადგენლებმა, ასევე  გააცნეს მუნიციპალური პროგრამები და ისაუბრეს „გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესზე“.

ღონისძიება  ევროკავშირის ერთ-ერთი პროექტის  („გენდერული კომისიის მხარდასაჭერად“) დახმარებით გაიმართა და ადგილობრივი თვითმმართველობის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან ერთად,  მასში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
კვირის ამბები