გორის მერიის ინფორმაციით, რაზმაძეების ოჯახისთვის სახლის საჩუქრად გადაცემის საკითხზე მათთვის ოფიციალურად არავის მიუმართავს.
გუგუტიანთკარიდან დევნილი რაზმაძეების ოჯახისთვის საჩუქრად დაპირებული კოტეჯის კონსტრუქციები ,,ლელოს წარმომადგენლებმა გორის მერიასთან მიიტანეს.
მასწავლებლებს, საბავშვო ბაღების აღმზრდელებს, სამართალდამცავებს, ჯარისკაცებს და ექიმებს მომავალი წლიდან ხელფასები გაეზრდებათ. ამავდროულად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტში ასაკით პენსიონერებისთვის, ასევე 18-წლამდე ასაკის და პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პენსიის ზრდაა გათვალისწინებული.