საზოგადოება
01.10.2019 18:27
დღეიდან, საქართველოს ეროვნული ბანკი მიმოქცევაში განახლებულ ათლარიანს გაუშვებს. სახეცვლილი ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულია აკაკი წერეთლის პორტრეტი გაუმჯობესებული რელიეფურობის ხარისხითა და მოცულობით.
01.10.2019 18:06

გრიპის სეზონური ვაქცინაცია დღეიდანაა შესაძლებელი, ინფორმაციას პრევენციული მედიცინისა და იმუნიზაციის ცენტრი ავრცელებს.

01.10.2019 17:47
2012 წლისთვის, საქართველოში გასარწყავიანებული ფართობი, დაახლოებით, 50 ათას ჰექტრამდე იყო, დღეისათვის კი, 120 ათას ჰექტარზე მეტია. აღმოსავლეთ საქართველოში გასარწყავიანებული ფართობების რაოდენობა გავასამმაგეთ. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, დაახლოებით სამჯერ გაიზარდა დრენირებული ფართობების რიცხვიც - ლევან დავითაშვილი
01.10.2019 17:41

მასწავლებლებს, საბავშვო ბაღების აღმზრდელებს, სამართალდამცავებს, ჯარისკაცებს და ექიმებს მომავალი წლიდან ხელფასები გაეზრდებათ. ამავდროულად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტში ასაკით პენსიონერებისთვის, ასევე 18-წლამდე ასაკის და პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პენსიის ზრდაა გათვალისწინებული.