კორონავირუსული ინფექციის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა საქართველოში და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 117-მდე გაიზარდა. პარალელურად, გამოჯანმრთელდა კიდევ ერთი, რიგით 23-ე პაციენტი.
შსს მინისტრი - ყველა რეგიონის მთავარი ქალაქის შესასვლელ-გასასვლელი კონტროლდება, რათა თუ საჭირო გახდება და რეკომენდაცია იქნება მარნეულის და ბოლნისის მსგავსად რომელიმე ქალაქის ჩაკეტვის, სწრაფად განხორციელდეს გადაკეტვა.
სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახებს სრულად უნაზღაურდებათ ის პერიოდი, რა დროის განმავლობაშიც მათ ფულადი დახმარება შეჩერებული ჰქონდათ - ჯანდაცვის სამინისტრო