სადღესასწაულო ლიტურგია კვირას, საკომენდანტო საათის გასვლის შემდეგ დაიწყება და მრევლს ტაძარში მისვლის შესაძლებლობაც აღდგომის დღესასწაულის დღეს - დილით მიეცემა.
ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, მსახურებისას მხოლოდ სამეუფო ჟამნი სრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება.
განსაკუთრებულად აუცილებელ შემთხვევაში, პირებს და კომპანიებსა შეუძლიათ ისარგებლონ მთავრობის ცხელი ხაზით - 144.
რაც შეეხება სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით გადაადგილებას, მთავრობის შესაბამისი დადგენილებით, გარკვეულ შემთხვევებში გადაადგილება ნებადართულია.
შეზღუდვა კორონავირუსის გავრცელების პრევენციას უკავშირდება. ავტომობილების გადაადგილების აკრძალვა 21 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
თუ ყველამ არ შევასრულეთ დაწესებული შეზღუდვები, მოგვიწევს ზომების უკიდურესი გამწვავება, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით სრული კარანტინის გამოცხადებას გულისხმობს.