კარანტინის რეჟიმში 6459 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 353 პირი.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ტესტირების ჩატარება ყველა ბაზრობაზე იგეგმება.
მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რაოდენობამ კი 16 მილიონს გადააჭარბა. გარდაიცვალა 650 000-მდე ადამიანი.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებული აბიტურიენტების 94% გამოცხადდა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე კი - 78%.