9 აპრილის მემორიალთან შიდა ქართლის გუბერნიის, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, გორისა და ატენის ეპარქიის და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
გორში, 9 აპრილის მემორიალთან შიდა ქართლის გუბერნიის, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, გორისა და ატენის ეპარქიის და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
მეტი ყურადღებაა საჭირო იმ წესების დაცვისთვის, რაც უკვე დაწესებულია, რათა არ მოგვიხდეს კიდევ მეტად გამკაცრება და ისევ არ დავბრუნდეთ შეზღუდვების რეჟიმზე - თამარ გაბუნია.