ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 635 ახალი შემთხვევიდან, 169 შიდა ქართლში დაფიქსირდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბერდია სიჭინავამ მედიასთან დეტალურად განმარტა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით.
„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 635 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 134 შემთხვევა, აჭარაში - 230, იმერეთში - 338, ქვემო ქართლში - 216, შიდა ქართლში - 169, გურიაში - 66, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 199, კახეთში - 186, მცხეთა-მთიანეთში - 46, სამცხე-ჯავახეთში - 39, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 12“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
შეგახსენებთ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კოვიდინფიცირების 2 635 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 244 პირი, ხოლო გარდაიცვალა 49 პაციენტი.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 30 449, საიდანაც 6 680 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 148, მათ შორის, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 427 პირი. 2 183 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 21 586 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ბოლო მონაცემებით, თვითიზოლაციაში იმყოფება 45 818 ადამიანი, ხოლო საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 468 პირი.