საზოგადოება
18.12.2020 11:01
საქართველოში კორონავირუსის 2 635 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 244 პირი
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 635 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბერდია სიჭინავამ, ბრიფინგზე, 18 დეკემბრის მდგომარეობით არსებული უახლესი სტატისტიკური მონაცემებისა და მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 870 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 011 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 8 859 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 635 ახალი დადასტურებული შემთხვევა. მნიშვნელოვანია, რომ გაზრდილი ტესტირების ფონზე, ვინარჩუნებთ დადასტურებული შემთხვევების სტაბილური მაჩვენებელს და იმ შეზღუდვების ფონზე, რომელიც დაწესებული გვაქვს, სახეზეა ინფიცირების შემთხვევების შემცირების ტენდენცია.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 204 003-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 244 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 171 526-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 002 პირი ემსხვერპლა“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 30 449, საიდანაც 6 680 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 148, მათ შორის, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 427 პირი. 2 183 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 21 586 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ბოლო მონაცემებით, თვითიზოლაციაში იმყოფება 45 818 ადამიანი, ხოლო საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 468 პირი.

კვირის ამბები