საზოგადოება
17.12.2020 11:17
ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 981 ახალი შემთხვევიდან 160 შიდა ქართლში დაფიქსირდა

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 981 ახალი შემთხვევიდან 160 შიდა ქართლში დაფიქსირდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბერდია სიჭინავამ მედიასთან დეტალურად განმარტა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით.

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 981 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 282 შემთხვევა, აჭარა - 228, იმერეთი - 489, ქვემო ქართლი - 229, შიდა ქართლი - 160, გურია - 64, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 227, კახეთი - 145, მცხეთა-მთიანეთი - 87, სამცხე-ჯავახეთი - 55, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

შეგახსენებთ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კოვიდინფიცირების 2 981 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 001 პირი, ხოლო გარდაიცვალა 31 პაციენტი.

ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 30 107, საიდანაც, 6 758 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 130, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 430 პირი. 2 247 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 21 102 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ბოლო მონაცემებით, თვითიზოლაციაში იმყოფება 47 764 მოქალაქე, საკარანტინე სივრცეებში კი, მოთავსებულია 471 პირი.

კვირის ამბები