საზოგადოება
25.10.2019 17:05
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გორის რაიონული სამსახურის ოფისის მშენებელობა დასრულდა

ჭონქაძის ქუჩაზე, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის ოფისის მშნებელობა დასრულდა. თითქმის ნახევარმილიონიანი (430 945 ლარი) პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდა.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ახალი შენობის ფართობი 298 161 კვადრატული მეტრია და შვიდ ბრიგადაზეა გათვლილი. პროექტის მიხედვით, განხორციელდა შიდა წყალსადენისა და კანალიზაციის, ელექტრო მომარაგების, ვიდეო მეთვალყურეობის, კომპიუტერული და სატელეფონო ქსელის, ვენტილაციის, გათბობა-გაგრილების, სახანძრო სიგნალიზაციის და საქვაბის მოწყობილობის სამონტაჟო სამუშაოები. მოწესრიგდა ასევე, შენობის მიმდებარე ტერიტორია და მოწყო საპარკინგე ადგილი.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახური ემსახურება გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, რომლის რაოდენობაც 125 000 მოქალაქეს სცილდება.

 

კვირის ამბები