ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 981 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სიჭნავამ ბრიფინგზე 17 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.
„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 029 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 859 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 8 170 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 981 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 201 368-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 001 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 169 282-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 953 პირი ემსხვერპლა“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 30 107, საიდანაც, 6 758 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 130, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 430 პირი. 2 247 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 21 102 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ბოლო მონაცემებით, თვითიზოლაციაში იმყოფება 47 764 მოქალაქე, საკარანტინე სივრცეებში კი, მოთავსებულია 471 პირი.