საზოგადოება
16.12.2020 17:47
პირბადის წესის დარღვევაზე დაწესებული სანქციები ღია სივრცეშიც იმოქმედებს
პირბადის წესის დარღვევაზე დაწესებული სანქციები ღია სივრცეშიც იმოქმედებს. პანდემიის დროს როგორც დახურულ, ასევე ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა პირის 20 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ აისახება, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტის ბიუროს პირველივე სხდომაზე წარედგინა.

ცნობისთვის, პირბადის ტარების წესს მთავრობა ან მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო დაადგენს.

მოქმედი კანონის თანახმად, პირბადის წესის დარღვევა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას მხოლოდ დახურულ სივრცეში ითვალისწინებს.

გასული 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველებმა, ქვეყნის მასშტაბით, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 624 ფიზიკური პირი დააჯარიმეს.
კვირის ამბები