ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა, უახლოეს დღეებში, არასასურსათო სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს, რათა 24 დეკემბრიდან შეზღუდვების მოხსნის შესაძლებლობა განიხილოს.
როგორც მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, დაანონსებულია შეზღუდვების 24 დეკემბრიდან მოხსნა, თუმცა, ახლა ქვეყანაში ვირუსის გავრცელების სტაბილიზაციის ეტაპია და მთავრობა პირველ პოზიტიურ ნიშნებს უფრთხილდება.
„შეზღუდვების ფონზე მობილობა შემცირდა, სამედიცინო სექტორიც მშვიდად ემსახურება მოქალაქეებს. სწორედ აქედან გამომდინარე, პრემიერის დავალებით, უახლოეს დღეებში შევხვდებით არასასურსათო ვაჭრობის ობიექტებს და ვისაუბრებთ, თუ რა გარანტიები და მოსაზრებები არსებობს მათი მხრიდან, როგორ უნდა მართონ რიგები, როგორ არ უნდა დაუშვან აჟიოტაჟური მოხმარება, რათა წყალში არ ჩაგვეყაროს ის მონაპოვარი, რაც ამ დღეებში გვაქვს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში