საზოგადოება
16.12.2020 11:29
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო 160 ეკომიგრანტ ოჯახს სახლს შეუსყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 160 ოჯახს სახლს შეუსყიდის.

აღნიშნულ ოჯახებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, საცხოვრებელი ფართის შერჩევისთვის ერთთვიანი ვადა ეძლევათ. სააგენტო ეკომიგრანტ ოჯახებს სახლსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, 25 000 ლარის ფარგლებში, შეუძენს.

„სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების უსაფრთხო გარემოში განსახლება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. მხოლოდ 2020 წელს, სააგენტომ სახლი 200-მდე ეკომიგრანტ ოჯახს გადასცა და ეს პროცესი მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება“, - აცხადებენ  დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში.

კვირის ამბები