ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდინფიცირების 3 487 ახალი შემთხვევიდან 283 შიდა ქართლში დაფიქსირდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბერდია სიჭინავამ მედიასთან დეტალურად განმარტა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით.
„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 487 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 477 შემთხვევა, აჭარა - 280, იმერეთი - 533, ქვემო ქართლი - 254, შიდა ქართლი - 283, გურია - 66, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 269, კახეთი - 153, მცხეთა-მთიანეთი - 85, სამცხე-ჯავახეთი - 76, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11“, - განაცხადა სიჭინავამ.
შეგახსენებთ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კოვიდინფიცირების 3 487 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 495 პირი, ხოლო გარდაიცვალა 39 პაციენტი.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 29 158, საიდანაც, 6 721 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 103, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 431 პირი. 2 461 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 19 976 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ბოლო მონაცემებით, თვითიზოლაციაში იმყოფება 47 759 ადამიანი, საკარანტინე სივრცეებში კი, მოთავსებულია 622 პირი.