საზოგადოება
16.12.2020 11:07
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 487 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 495 პირი

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 487 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სიჭინავამ ბრიფინგზე 16 დეკემბრის მდგომარეობით არსებული უახლესი სტატისტიკური მონაცემებისა და მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 943 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 477 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 466 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 487 ახალი დადასტურებული შემთხვევა. მნიშვნელოვანია, რომ გაზრდილი ტესტირების ფონზე, ნარჩუნდება დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის სტაბილური მაჩვენებელი, მეტიც, ბოლო პერიოდში, დაწესებული შეზღუდვების ფონზე, სახეზეა ინფიცირების გავრცელების შემცირების ტენდენცია.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 198 387-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 495 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 167 281-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 922 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 29 158, საიდანაც, 6 721 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 103, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 431 პირი. 2 461 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 19 976 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ბოლო მონაცემებით, თვითიზოლაციაში იმყოფება 47 759 ადამიანი, საკარანტინე სივრცეებში კი, მოთავსებულია 622 პირი.

კვირის ამბები