ე.წ. სამხრეთ ოსეთის „შეიარაღებული ძალების“ სამხედრო სარდლობისა და კონტროლის ორგანოები სასწავლო მიზნით, საბრძოლო რეჟიმზეა გადაყვანილი. ამის შესახებ ბრძანება დე-ფაქტო რეჟიმის ე.წ. თავდაცვის მინისტრმა გენერალ-ლეიტენანტმა იბრაგიმ გასეევმა გასცა. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა „სპუტნიკ-ოსეტია“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, აქტივობა სხვადასხვა პირობებში სამხედრო სარდლობისა და კონტროლის ორგანოების ოპერატიული მზაობის შესამოწმებლად განხორციელდა. ამ პერიოდში, დაგეგმილია ქვედანაყოფებისა და სამსახურების საბრძოლო პოლიგონზე დისლოცირება, სადაც სამხედროები „საბრძოლო-სასწავლო ამოცანებს შეასრულებენ“.