საზოგადოება
15.12.2020 14:43
შიდა ქართლში კოვიდინფიცირების 162 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 201 პაციენტი

შიდა ქართლიდან გაგზავნილი 699 სინჯიდან 162 ნიმუში დადებითი აღმოჩნდა, - აღნიშნულ ინფორმაციას შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში 201 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

„შიდა ქართლის რეგიონიდან სულ გაგზანილი იყო 699 ნიმუში, აქედან 162 სინჯი კოვიდდადებითი აღმოჩნდა. მათ შორის, ნაწილი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ნაწილზე კი, მიმდინარეობს შესაბამისი კვლევა. გასული 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 201 ადამიანი, თვითიზოლაცია კი, მოეხსნა 253 პირს.

სამწუხაროდ, გასული 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა შიდა ქართლში მცხოვრები ორი პირის გარდაცვალების ფაქტი, ორივე გარდაცვლილი გორის მუნიციპალიტეტის მკვიდრია - 80 წლამდე ქალბატონი, მწვავე პნევმონიით და 80 წელს გადაცილებული ქალბატონი, გულის უკმარისობითა და არტერიული ჰიპერტენზიით.

ამ დროისთვის, რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 5 175-ს, მათ შორის 1 561 პაციენტი მკურნალობას გადის ბინაზე. შიდა ქართლის მასშტაბით თვითიზოლაციაშია 2 729 პირი“, - ნათქვამია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები