15.12.2020 13:15
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ამის შესახებ ბრიტანეთს ჯანდაცვის საკითხთა მდივანმა მეთ ჰენკოკმა თემთა პალატის წინაშე სიტყვით გამოსვლისას
განაცხადა.
ჰენკოკის განცხადებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაადასტურა მოსახლეობაში კორონავირუსის ახალი სახეობის შედეგად გამოწვეული ინფექციის არსებობა. ბრიტანეთმა ვირუსის ახალი სახეობის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას უკვე აცნობა. ამჟამად, ბრიტანელი მეცნიერები დეტალურად იკვლევენ ახალ სახეობას.
წინასწარი მონაცემებით, ამ ტიპის ინფექცია უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე აქამდე არსებული.
როგორც ჰენკოკმა აღნიშნა, ამ დროისთვის ახალი სახეობის აღმოჩენა არ ნიშნავს იმას, რომ კორონავირუსის ახალი სახეობა უფრო მწვავე დაავადებას იწვევს, ან ვაქცინა აღარ იმუშავებს.