ბერდია სიჭინავამ მედიასთან დეტალურად განმარტა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით.
„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 837 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 461 შემთხვევა, აჭარა - 263, იმერეთი - 646, ქვემო ქართლი - 245, შიდა ქართლი - 262, გურია - 100, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 404, კახეთი - 254, მცხეთა-მთიანეთი - 90, სამცხე-ჯავახეთი - 86, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 26“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
შეგახსენებთ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კოვიდინფიცირების 3 837 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთლდა 3 105 პირი, ხოლო გარდაიცვალა 44 პაციენტი.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 28 205, საიდანაც, 6 710 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 146 პირი, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 438 პირი. 2 734 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 18 761 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 47 993 პირი, საკარანტინე სივრცეებში კი, მოთავსებულია 969 მოქალაქე.