წმინდაწყლის დასახლების ტერიტორიაზე „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, - აღნიშნულ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
თვითმმართველობის ცნობით, სამუშაოები ნადირაძისა და გვერდწითელის ქუჩების მიმდებარედ ხორციელდება.
„აღნიშნულ ტერიტორიაზე სკვერის მოწყობის იდეა ადგილობრივ მოსახლეობას ეკუთვნის. პროექტის ღირებულება 39 944 ლარია. ამ კონკრეტულ ლოკაციაზე მოეწყობა დეკორატიული ქვაფენილი, ფანჩატური, ატრაქციონები, განათება, რეზინის ფილები, დაიდგმება სკმაბი და სანაგვე ურნები“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.
შეგახსენებთ, რომ „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში მიმდინარე წელს 38 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიგეგმა. პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, თითოეული მათგანი ადგილობრივმა მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შეარჩია.
პროგრამისთვის 2020 წელს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2 800 000 ლარი გამოიყო.